
ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის, რუსეთის საოკუპაციო ძალებისა და ქართული მხარის მონაწილეობით ტრადიციული შეხვედრა ერგნეთში 5 მარტს ჩაინიშნა.
სავარაუდოდ, ქართული მხარე ამ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ მოითხოვს უკანონოდ გატაცებული ზაზა გახელაძის გათავისუფლებას და და სხვა გატაცებულების შესახებაც სიტუაციის გარკვევას შეეცდება.
შეგახსენებთ, ამ დრომდე ოკუპანტთა ტყვეობაში, ცხინვალის მიმართულებაზე, უკანონო პატიმრობაში რჩება საქართველოს ოთხი მოქალაქე.