23 თებერვლას, კომენდანტის საათის დროს ოზურგეთის ნატანების სარკინიგზო მაგისტრალის ელექტროგადამცემი ხაზები და საკონტაქტო ქსელი მოიპარეს.
როგორც "მთავარს" რკინიგზის დეპარტამენტში უთხრეს, ადგილი შეიძლება ჰქონდა დივერსიას, გაიძარცვა ერთ კილომეტრზე მეტი სიგრძის მატარებლის ელექტრგადამცემი ხაზი-საკონტაქტო ქსელი. რკინიგზის დეპარტამენტის წარმომადგენელი თამაზ ღამბაშიძე ამბობს, რომ უწყება ზარალის აღმოფხვრაზე მესამე დღეა მუშაობს.
"შეიძლება ეს დივერსია ყოფილიყო, არ არის გამორიცხული", - ამბობს თამაზ ღამბაშიძე
გავრცელებული ინფორმაციით, სარკინიგზო ხაზის ქურდობა 23 თებერველას გამთენიისას, სწორედ მაშინ მოხდა, როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები თბილისში მთავარი ოპოზიციური პარტიის ოფისზე
შტურმისათვის ემზადებოდა.
ლადო მენაბდე