როცა პარტნიორებთან ურთიერთობა სიძულვილის ენაზე გადის - აშშ-ს მოსალოდნელი სანქციები ივანიშვილისთვის

გამოქვეყნდა:

აშშ-მა, შესაძლოა, საქართველოსთან მიმართებაში, ინდივიდუალურ სანქციებზე იფიქროს და თეთრი სახლის სამიზნე ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი აღმოჩნდეს.

თუ ასე მოხდა, ბიძინა ივანიშვილი მარტო არ იქნება. როგორც ირკვევა,  ამერიკაში უკვე აქტიურად განიხილავენ ივანიშვილი, ღარიბაშვილი გომელაურის წინააღმდეგ კონკრეტული სანქციების ამოქმედებას, რაც მხოლოდ გაადგილების შეზღუდვაში არ იქნება გამოხატული.

"როცა საერთაშორისო პარტნიორების ხსენებისას იყენებ სიძულვილის ენას, შედეგი არ დააყოვნებს. უნდა გავიხსენოთ, რომ სანქციების ადრესატი, როცა ასეთი წესდება, არა რიგითი მოქალაქეები, არამედ მმართველი პარტიის ხელმძღვანელი პოლიტიკოსები ხდებიან", - ამბობს ეგორ კუროპტევი, რუსი ბლოგერი, რომელიც პუტინის რეჟიმისთვის არასასურველი პერსონაა.

შეგახსენებთ, სანქციების მიზეზი მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაკავება და ნაციონალური მოძრაობის იფისის შტურმით აღებაა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი