მე-12 კარავი პარლამენტთან - პროტესტს ენმ-ის აჭარელი მხარდამჭრები შეუერთდნენ

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარელმა მხარდამჭერებმა და აქტივისტებმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან კარავი გაშალეს. მიმდებარე ტერიტორიაზე ეს რიგით მე-12 კარავია. 

როგორც პარტიის ქობულეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ბონდო თედორაძე ამბობს, აჭარაში აქტივისტები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოთხი თვის განმავლობაში აპროტესტებდნენ. მისივე თქმით, ახლა პროტესტის კერამ თბილისში, საკანონმდებლო ორგანოსთან გადაინაცვლა.

თედორაძის თქმით, სამოქალაქო აქტივისტების მოთხოვნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით, უცვლელია.

საქართველოს მოქალაქეზე არ უნდა ხორციელდებოდეს რუსული სამართალი. ამიტომ ეს მოთხოვნა არის ერთ-ერთი უმთავრესი, რომ ნიკა მელია ბიძინა ივანიშვილის ტყვეობიდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, - თქვა ბონდო თედორაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან გამართულ აქციას გუშინ რეგიონებიდანაც შეურთდნენ და აქტივისტებს დღესაც ელოდებიან. აქციის მონაწილეები პოლიტპატიმრების ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებასა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

26 თებერვალს გამართული თავისუფლების მარშის შემდეგ კი უკვე დაანონსებულია მომდევნო აქციები. ოპოზიციამ საპოროტესტო გეგმაც წარადგინა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი