გამითავდა ბენზინი, გავაჩერე მანქანა, მეტი ფული არ მაქვს - გოგი წულაია ქუთაისში მძღოლების აქციას შეუერთდა

გამოქვეყნდა:

ქუთაისში მძღოლები ისევ აქციას იწყებენ და ისევ საწვავზე ფასების ზრდას აპროტესტებენ. ისინი ქვეყნის გახსნას მოითხოვენ. მძღოლები რამდენიმე ბენზინგასამართ სადგურთან მივიდნენ და სიმბოლურად, პროტესტი სიგნალით გამოხატეს.

"გამითავდა ბენიზი, ეგერ გავაჩერე მანქანა, ახლა ამით მივდივარ (მედიასშუალებებს უჩვენებს 0.33მ მილილიტრის ტევადობის ბოთლს), რომ წამოვიღო საწვავი, ფულიც არ მაქვს მეტი, დამიმთავრდა. ეს ბიჭებიც ასე არიან, ბევრია ეგრე", - ამბობს ლეიბორისტი გოგი წულაია.

მძღოლებმა აქცია ქუთაისში, რამდენიმე დღის წინაც გამართეს. შეგახსენებთ, საწვავის გაძვირებამ სხვა პროდუქტებსა თუ პროდუქციაზე ფასების ზრდაც განაპირობა.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი