ეს საკითხი არ წყდება ელჩების დონეზე - რა უთხრეს ჩვენს ელჩს ინდოეთში, ვაქცინის ყიდვის მცდელობისას

გამოქვეყნდა:

ეროვნული გენეტიკის ლაბორატორიის დამფუძნებელი გიორგი ჩალაძე ამბობს, რომ პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის უკან მუდამ ივანიშვილის ფული იდგა და მას ვაქცინების თაობაზე მოლაპარაკების წარმართვა, ანუ თხოვნა, არ შეუძლია, რადგან "ფუფუნების პირობებში, მხოლოდ წინასწარ შეთანხმებული პირობებით გარიგებები შეუსრულებია". 

ამის შესახებ გიორგი ჩალაძემ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" განაცხადა. 

"სჯობს, ამათ იმაზე ილაპარაკონ, როგორ მივიდა ინდოეთში ჩვენი ელჩი ერთერთ მწარმოებელ კომპანიასთან და ვაქციების შესყიდვის პირობებით დაინტერესდა, იქ კი უთხრეს, რომ ეს საკითხი ელჩების დონეზე არ წყდება, რადგან პრემიერმინისტრთან უნდა შეთანხმდეს"

გიორგი ჩალაძემ დაამატა, რომ "როცა ელჩს იმას ეტყვიან - შენ არაფერს წარმოადგენ, შენი ქცვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა დაგვიკავშირდესო, ეს იმას ნიშნავს, რომ იმ ქვეყანას მსგავსი არაფერი გაუკეთებია".

შეგახსენებთ, ვაქცინაციის პროცესის დაწყება ყოფილმა პრემიერმა თებერვლის შუა რიცხვებისთვის დააანონსა, მაგრამ ამ დრომდე ვაქცინები შემოტანილი არ არის. მოგვიანებით, ჯანდაცვის მინისტრმაც აღნიშნა, რომ ვაქცინას ქვეყანა მალე მიიღებდა, მაგრამ ვაქცინაციის დაწყების თარიღი ამ დრომდე გაურკვევლია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი