ჟურნალისტ ვახო სანაიას სოლიდარობის აქცია გაიმართა დღეს ქუთაისში. მედია საშუალებებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლება ჟურნალისტებზე ძალადობა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეების თქმით, მათთვის მიუღებელია ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა და სიძულვილის წახალისება მედიის წარმომადგენლების მიმართ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ჟურნალისტებზე რაიმე ფორმით ზეწოლას განახორციელებს.
აქციის მონაწილეებმა მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელსაც პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს გადაუგზავნიან.
შეგახსენებთ, რომ მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ჟურნალისტ ვახო სანაიას საქმესთან დაკავშირებით, ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში ერთობლივი მანიფესტი წარადგინეს. მანიფესტს "მთავარი არხიც" უერთდება, არხის სახელით სანაიას მხარდაჭერა პაატა იაკობაშვილმა და დიკო ჯოჯუამ გამოუცხადეს.