ფეხით შებრძანდნენ პარლამენტში და სანამ შევლენ, მოისმინონ პროტესტის ხმა - ოპოზიცია 2 მარტს პარლამენტის პიკეტს გეგმავს

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. როგორც პარტიის წევრმა თინა ბოკუჩავამ "მთავარი არხის" ეთერში ისაუბრა, შეხვედრაზე ლიდერებმა, პარლამენტის შენობის 2 მარტს დაგეგმილ პიკეტირებაზე ისაუბრეს. 

აქცია მიზნად არ ისახავს, რომ დეპუტატებს შეეზღუდოთ შესვლის შესაძლებლობა, თუმცა, აუცილებლად შევუქმნით დისკომფორტს პროტესტის მშვიდობიანი ფორმით, რომელიც ძალიან ბევრ სხვადასხვა ქვეყანაში გამოიყენება, როდესაც პროტესტანტები, მათ შორის, მაგალითად, გზის სავალ ნაწილზე სხდებიან, იმისთვის რომ გადაადგილება არ იყოს შესაძლებელი. თუმცა, რა თქმა უნდა, შეუძლიათ, გადმოსხდნენ თავიანთი ძვირადღირებული ავტომობილებიდან და საფეხმავლო გზით თავისუფლად შევიდნენ სამუშაო ადგილას. საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს პროტესტის ამ ფორმას, რომ ჩვენ შევძლოთ მათთვის დისკომფორტის შექმნა. თუმცა, არ შევუზღუდოთ გადაადგილების თავისუფლება და არ შევუზღუდოთ იმის შესაძლებლობა, რომ შევიდნენ პარლამენტში. მაგრამ აუცილებლად შევუქმნათ დისკომფორტი, იმიტომ რომ ჩვენი ამოსავალი წერტილია სწორედ ეს დისკომფორტი იგრძნოს აბსოლუტურად ყველა ადამიანმა, ვინც ახლა მიდის პარლამენტში, რომელიც არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას, რომელიც რეალურად არ არის კანონმდებელი, რომელიც რეალურად მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ნების აღმსრულებელია და მხოლდო მისი ხმა ესმის და ახლა ჩვენი ამოცანაა, რომ ხალხის ხმაც გავაგონოთ ჩვენი მშვიდობიანი პროტესტით, - ამბობს თიკა ბოკუჩავა. 

ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა, დახურულ კარს მიღმა, დაახლოებით ერთ საათს მიმდინარეობდა. 

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების ოპონენტები მარტში რამდენიმე აქციას, მათ შორის კანცელარიისა და პარლამენტის პიკეტირებას გეგმავენ

ჩვენ, 2 მარტს, თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებთან ერთად, ვგეგმავთ პარლამენტის შენობის პიკეტირებას, იმისთვის, რომ ჩვენი ხმა, საქართველოს თითოეული მოქალაქის ხმა გაიგოს რეჟიმმა;

5 მარტს, ვგეგმავთ კანცელარიის შენობის პიკეტირებას, იმისთის, რომ ჩვენი ხმა გავაგონოთ ბიძინა ივანიშილის ერთ-ერთ გამორჩეულ მსახურს ღარიბაშვილს. რომელიც თავად უშინაარსო ადამიანია და მისგან მხოლოდ ბიძინა ივანიშილის ხმა ისმის;

9 მარტს, ჩვენ ვგეგმავთ აქციას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, იმიტომ, რომ ეს უწყება დღეს არის ერთი ადამინის ნება-სურვილის შემსრულებელი. იჭერს აქტივისტებს, ლახავს ადამიანების უფლებებს;

11 მარტს ჩვენ ვგეგმავთ აქციას, ამ რეჟიმის მთავარ სიმბოლოსთან, სასამართლოსთან, რომელიც გადაიქცა მურუსიძის, ჩინჩალაძის და უსამართლობისა და პოლიტიკური მართლმსაჯულების მტავარ სიმბოლოდ;

13 მარტს, ამ აქციების ბოლოში, ჩვენ კიდევ ერთხელ პარლამენტთან ვიკრიბებით ერთად და, რა თქმა უდნა, ეს იქნება კდიევ ერთი აქცია და მარში თავისუფლებისთვის, - თქვა ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ოპოზიციის გეგმების წარდგენისას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი