სპეცრაზმმა ენმ-ს ოფისიდან მაჯის საათი მოიპარა - ლევან ხაბეიშვილი

გამოქვეყნდა:

23 თებერვალს, მაშინ როცა სპეცრაზმმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისი ნიკა მელიას დასაჭერად შტურმით აიღო, სპეცრაზმმა მაჯის საათი მოიპარა. ინფორმაციას ამის შესახებ პარტიის წევრი ლევან ხაბეიშვილი "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი დებატები" ავრცელებს. 

"საათი მოიპარეს. მაჯის საათი მოიპარეს, თამარ. მაჯის საათი.. რაზეც, რა თქმა უნდა, განცხადება დაწერილია. მიმართული გვაქვს პროკურატურისთვის.." - ამბობს ხაბეიშვილი.

მისივე თქმით, საზოგადოებამ უკვე კარგად იცის ენერგეტიკული სასმელის მოპარვის ამბავი. "რუსულ სტილში, როგორც თავის დროზე უნიტაზები მოიპარეს, აგერ ენერგეტიკულები წაიღეს, მაჯის საათი მოიპარეს, სერვერი მოიპარეს და იქურდეს ჩვენდა სამწუხაროდ".. 

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სპეცრაზმი 23 თებერვალს შეიჭრა. დაამტვრიეს კარები და ძალის გამოყენებით დააკავეს ნიკა მელია. სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა, რის გამოც, ოფისში მყოფი მოქალაქეები დაშავდნენ. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი