სრულიად მობილიზებული ვარ ბრძოლის შემდეგი ეტაპისთვის - მელიას ინტერვიუ ციხიდან

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, სრულიად მობილიზებულია ბრძოლის შემდეგი ეტაპისთვის. ამ თემაზე მან ციხეში მის პირველ ინტერვიუში "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან ისაუბრა.

"იცი რა, მჯეროდა, რომ მხნედ ვიქნებოდი, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასე მხნედ, ეტყობა კარგად ვიყავი მზად ფსიქოლოგიურად, თან დარწმუნებული ვარ, პირველ რიგში ის მოქმედებს დადებითად, რომ საერთოდ ხინჯს ვერ ვგრძნობ ჩემ სიმართლეში. როცა ზისტად იცი, რომ უდანაშაულო ხარ და ეჭვი არ გეპარება, ალბათ ყოველთვის ასე ხარ მხნედ. სრულიად მობილიზებული ვარ ბრძოლის შემდეგი ეტაპისთვის", - ამბობს ნიკა მელია. 

ხუმრობით მან აღნიშნა, რომ კამერაში ორი ლოგინი აქვს და მრავალფეროვნებისთვის ხან ერთ საწოლზე წვება, ხან მეორეზე. მისივე თქმით, პირველი ორი დღე საოცრად გამოიძინა და ასეთ სიჩუმეში თავის სიცოცხლეში არასდროს უძინია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი