მრავალმილიონიანი დანაკლისი სუს-ში - აუდიტის სამსახურის დასკვნა

გამოქვეყნდა:

აუდიტის სამსახურმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არაერთი ფინანსური დარღვევა და მრავალმილიონიანი დანაკლისი აღმოაჩინა. ირკვევა, რომ სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს, სახელმწიფოს კუთვნილი ქონება, სავარაუდოდ, სახლში მიაქვთ. ხელფასებს ისე უხდიან ადამიანებს, რომ არ არსებობს არც ხელშეკრულება და არც კონტროლი - ვინ რამდენს იღებს ბიუჯეტიდან. 

არავინ იცის, ვინ არის სუს-ის ის ექვსი ყოფილი თანამშრომელი, რომლებმაც 2019 წელს 360 000 ლარის აქტივები უგზო უკვლოდ გააქრეს. უსაფრთხოების სამსახურს ამ დანაკლისის აღიარება აუდიტის დასრულების შემდეგ მოუწია. 

უწყება, რომელიც კანონის სადარაჯოზე უნდა იდგეს და მათ შორის, კორუფციის შემთხვევებს იძიებდეს, ირკვევა, რომ კანონს თავადაც ხშირად არღვევს და არც ხალხის ხარჯზე გამდიდრებაზე ამბობს უარს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი