აბასთუმანში ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი სამოთხეს იშენებს. განადგურებული გზის ბოლოს ივანიშვილის სასახლე დგას. მილიარდერს სურს, სახლამდე მისასვლმა გზამ დისკომფორტი არ შეუქმნას და აღარ იყოს ისეთი უსახური, როგორიც ახლაა. სწორედ ამიტომ, ახლა ტერიტორიაზე მთავარი გზის რეაბილიტაცია იწყება.
ტენდერი უკვე გამოცხადდა - ბიძინა ივანიშვილი მის მორჩილ ხელისუფლებას ავალდებულებს, რომ ბიუჯეტიდან 51 მილიონი ლარი მისი პირადი კომფორტისთვის დახარჯოს.
გზასთან ერთად, მილიონების ნაწილი მდინარე ოცხეს კალაპოტისა და ხიდების რეაბილიტაციას მოხმარდება. ბიძინა ივანიშვილის სასახლისა და უზარმაზარი ეზოს გადაღება ჩვეულებრივი კამერით რთულია, დრონს კი დაცვა ებრძვის.