
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ გამარჯვება მხოლოდ წელს გასამართ ვადამდელ არჩევნებშია. ამ თემაზე მან "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორთან, ნიკა მელიასთან ციხეში მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
"არავითარი ჩემი გათავსიუფლება, ან ნებისმიერი სხვა რამ, არავითარი მთავრობის გადადგომა - წავლენ ესენი, მოვლენ ახალი მონები. გამარჯვება არის ვადამდელი არჩევნები წელს, უპირობოდ. და მხოლოდ ამასთან პაკეტში ნებისმიერი დანარჩენი, მათ შორის ჩემი თუ სხვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და პოლიტდევნის შეწყვეტა. მხოლოდ ახალი არჩევნები, სადაც ოცნება დამარცხდება და მოვიპოვებთ თავისულფებას, როგორც შენ ამბობ. დანარჩენი თავისით დალაგდება", - თქვა ნიკა მელიამ.
შეგახსნებეთ, რომ ნიკა მელიამ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა მას შემდეგ დაიკავა, რაც გრიგოლ ვაშაძემ "ნაციონალური მოძრაობის" დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.