პროტესტის მასშტაბები ფართოვდება - პარლამენტის შენობის წინ უკვე ცამეტი კარავია

გამოქვეყნდა:

საზოგადოება პროტესტს ისევ აქტიურად გამოხატავს - რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ, უკვე ცამეტი კარავია გაშლილი და მეორე ღამეა, იქ ადამიანები იმყოფებიან. სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები, რომლებიც პროტესტს შეუერთდნენ, ხელახალი არჩევნების დანიშვნას და პოლიტპატიმართა გათავისუფლებას ითხოვენ.

"პროტესტი გაგრძელდება, ეს კარვები არის ქართველი ხალხის ხმა, ხმა, რომ საქართველო არ ემონება რუსეთს", - ამბობს ენმ-ის წევრი გიორგი ჩალაძე. 

კარვების ქალაქის პროტესტს შეუერთდნენ რეგიონებიდანაც. კარავი ჩამოვიდა კახეთიდან, ბათუმის თავისუფლების კვარტალმაც დედაქალაქში გადაინაცვლა, ასევე, კარავი ჩამოიტანეს ზუგდიდიდანაც. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი