
საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტს ოპოზიციური პარტიები ეხმაურებიან და ამბობენ, რომ შარლ მიშელი ქვეყანაში მნიშვნელოვან დროს ჩამოდის.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი წევრი, გიგი წერეთელი ამბობს, რომ კარგია, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებს თან ახლავს ქვეყანაში ვიზიტებიც. მისი თქმით, შარლ მიშელთან სწორი კომუნიკაცია და გზავნილები მნიშვნელოვანია.
"ძალიან კარგია, რომ ამ კრიტიკის ქარცეცხლს ხელისუფლების მისამართით, რაც პირველ რიგში უკავშირდება ნიკა მელიას დაკავებას, განსაკუთრებით ამ ფორმით, ამას თან სდევს ვიზიტები და ევროკავშირის ლიდერები ჩამოდის საქართველოში.
დიდი იმედი მაქვს, რომ იქნება სწორი კომუნიკაცია, იქნება სწორ გზავნილები, რაც შეიძლება დაეხმაროს კიდეც ხელისუფლებას სწორი გადაწყვეტილების მიღებაში, ახლა არ არის დრო არამკაიფო და არაზუსტი გზავნილების, იმიტომ რომ სიტუაცია მართლაც ძალიან რთულია და ქვეყანა ძალიან ზარალდება",-თქვა წერეთელმა.
შეგახსენებთ, დღეს 28 თებერვალს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში შარლ მიშელი ქვეყნის პრეზიდენტს, პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება.