მესამე პრეზიდენტის შეთავაზება "ქართული ოცნება" ისევ უარს ამბობს და "იაფფასიან პოპულიზმს" უწოდებს. ხელისუფლების წარმომადგენლების აზრით, თუ ისინი სააკაშვილის დახმარებას დათანხმდებიან, ეს ქვეყნის იმიჯს დააზიანებს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ხელისუფლებას მისი კონტაქტების და რესურსის გამოყენება შესთავაზა და თქვა, რომ საერთაშორისო დონოროებისგან 5 მილიარდ დოლარამდე დახმარებას მოიზიდავდა.
სააკაშვილი რომ არც ერთი თეთრის მომტანი არ არის, ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ის არის კლოუნადით დაკავებული და მისი საქართველოს სახელით მოქმედება ჩვენი ქვეყნისთვის არის იმიჯის შემლახავი" ამბობს ირაკლი სესიაშვილი.
ოპოზიციაში კი ხელისუფლებას მოუწოდებენ მისცენ სააკაშვილს საშუალება შეთავაზებული ინიციატივების შესრულების და ამით გამოჩნდება არის თუ არა ეს პოპულიზმი. მათვე თქმით, ხელისუფლბას დღეს ოპოზიციის ყველა ინიციატივის ეშინია, რადგან თავად არანაირი გეგმა არ აქვს როგორ გამოიყვანოს ქვეყანა არსებული ურთულესი ვითარებიდან:
შეამოწმონ მიხეილ სააკაშვილი ცრუობს თუ მართალს ამბობს.რას აგებენ? თუ ცრუობს გავიგებთ რომ ცრუობს და ვერ გააკეთებს ვერაფერს, მაგრამ თუ მოუპოვებს, ეს ხომ საქართველოსთვის იქნება...მათ აქვთ პირუტყვული შიში სააკაშვილის, ბიძინა ივანიშვილის კოშმარია დღეს მიხეილ სააკაშვილის ავტორიტეტი. " აცხადებს გუბაზ სანიკიძე
ეს ხელისუფლება არ არის მრავალპარტიულ სისტემაში მომუშავე ხელისუფლება. ის არის სრულად და მერე არ იქნება არანაირად. ამიტომაც არის რომ უარს ამბობს ყველანაირ შეთავაზებაზე. ასეთ დროს პირიქით, უნდა არსებობდეს დიალოგის ფორმატი"- აცხადებ დავით ბერძენიშვილი
"ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე კი ამბობს, რომ მანაც და მისმა გუნდმაც არაერთხელ შესთავაზა ხელისუფლებას კორონავირუსის საწინააღმდეგო პროგრამა, თუმცა უშედეგოდ. ვაშაძის თქმით, იგივე სიტუაციაა სააკაშვილთან მიმართებაშიც:
ისინი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ პოლიტიკურ ქულებზე ფიქრობენ... საომარ ვითარებაში ვართო და შეიძლება საკუთარ ჯარისკაცებს ომში ეუბნებოდნენ რომ თქვენი შეხედულება, ფერი არ მომწონს და არ მიიღოთ ამ ბრძოლაში მონაწილეობაო?" ამბობს ვაშაძე.
"ლეიბორისტების" ლიდერის თქმით კი ის სააკაშვილის ადგილას ასეთ ინიციატივას არ გამოჩნდა და ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ მოქმედ ხელისუფლებას საერთაშორისო ორგანიზაციებიდან დახმარება ვერ მიეღო, რადგან ისინი ამ დახმარებას ქვეყანას არ მოახმარენ:
ამათ ხელში ფინანსური რესურსების დამატება არის სავსებით არასწორი ქმედება. მათ ჯერ უნდა დადონ ის რაც წაგვართვეს. 20 მილიარდი აქვს მოპარული ივანიშვილს ჩვენგან, საქართველოს ბიუჯეტიდან" აცხადებს შალვა ნათელაშვილი
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც "ქართულ ოცნება" კორონავირუსიდან გამოწვეული კრიზისის ფონზე მიხეილ სააკაშვილს დახმარებაზე უარს ეუბნება. მესამე პრეზიდენტი ხელისუფლებას ქართველი ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნებაშიც სთავაზობდა დახმარებას, თუმცა მმართველმა გუნდა ამაზეც უარი თქვა.