"გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები" - ქართველი ემიგრანტების აქცია ათენში

გამოქვეყნდა:

"გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები" - ამ ლოზუნგით ქართველმა ემიგრანტებმა ათენში, ევროპარლამენტის წარმომადგენლობის შენობასთან აქცია გამართეს.

საბერძნეთის დედაქალაქში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს, რის გამოც, ადგილობრივმა ხელისუფლებამ საშვი მხოლოდ 20 ადამიანისთვის დაუშვა.

 ინფორმაცია და ფოტომასალა "მთავარ არხს" ემიგრანტებმა მიაწოდეს. 

"დღითიდღე ვაკვირდებით, როგორ ანგრევს რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი ჩემს სამშობლოს და თავის მარიონეტულ მთავრობასთან ერთად ლამის გენოციდს უწყობს ქართველ ერს. შევახსენებ ამ არალეგიტიმურ პარლამენტს, რომ 2020 წლის 31 ოქტომბერს არჩევნებში სრულიად ემიგრაციის 75%-მა ოპოზიციას მისცა ხმა და საერთოდ საქართველოს ეკონომიკაში ლომის წვლილი ემიგრაციაში, ფულად გზავნილებზეა. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ და თანადგომას ყველა იმ მებრძოლს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, რომელიც დღენიადაგ დგას და იბრძვის სამართლიანობისთვის და მოვითხოვთ მათთან ერთად პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და მოვითხოვთ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები", - ამბობს აქციის ერთ ერთი მონაწილე

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ოპოზიციური პარტიები საპროტესტო აქციებს მართავენ მათი მოთხოვნები უცვლელია:

  • ხელახალი საპარლამენტო არჩევნები;
  •  ცესკოს თავმჯდომარის გადადგომა და საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი შემადგენლობის დანიშვნა;
  • პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი