წინააღმდეგობის მიუხედავად, აქტივისტებმა რუსთაველზე უკვე მე-15 კარავი დადგეს

გამოქვეყნდა:

ხმაური იყო ცოტა ხნის წინ პარლამენტთან, სადაც აქტივისტები რიგით მე-15 კარვის დადგმას ცდილობდნენ, რის საშუალებასაც მათ სამართალდამცველები არ აძლევდნენ. თუმცა, მათ წინააღმდეგობის დაძლევა მაინც შეძლეს და რუსთაველის გამზირზე კარავი მაინც დადგეს.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებისა და დეპუტატების მისამართით სკანდირებდნენ: "მონა, მონა!" 

ცნობილია, რომ ისინი დაშლას არ აპირებენ და პერმანენტულ აქციებსაც აანონსებენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი