რამდენიმე პეტიცია და ერთი შინაარსი - დასრულდეს რეპრესიები და პოლიტიკური დევნა

გამოქვეყნდა:

რამდენიმე პეტიცია და ერთი შინაარსი - დასრულდეს რეპრესიები, პოლიტიკური ოპონენტების დევნა და ქვეყანას თავისუფალი განვითარების საშუალება მიეცეს. პეტიციები უნივერსიტეტების ლექტორებმა, მათმა სტუდენტებმა და მედიკოსებმა შეიმუშავეს და მათ ხელს ასეულობით ადამიანი აწერს.

თავიანთ პეტიციაში ექიმები ხელისუფლებას ორ რამეს მოუწოდებენ: უარი თქვას ქვეყნის დემოკრატული განვითარების შეფერხებაზე და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რეპრესიული ინსტრუმენტების გამოყენება და გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები.

აკადემიური სფეროს წარმომადგენლები კი თვლიან, რომ წითელი ხაზების გადაკვეთით, მთავრობა ნაბიჯებს  საზოგადოების გახლეჩისკენ დგამს, რაც ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. 

საკუთარ  პროფესორ მასწავლებლებს, არც სტუდენტები ჩამორჩნენ. ამ დროისათვის ინტერნეტ პორტალ “მანიფესტ.ჯი”-ზე მინიმუმ სამი პეტიციაა ატვირთული, რომლებიც 23 -ი თებერვლის ღამეს ქვეყანაში გენვითარებულ მთავარ პოლიტიკურ მოვლენას ეხმიანება. 

გიორგი გვიშიანის რეპორტაჟი "მიმართვა ხელისუფლებას".

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი