
ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური ვითარება იქნება ის მთავარი თემა, რომელზეც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრების დროს ისაუბრებენ. ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა მიშელი ოპოზიციური პარტიების ლიდერებსაც შეხვდება.
შარლ მიშელის ვიზიტზე განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა:
ბუნებრივია, ასევე ქვეყნის შიგნით არსებულ სიტუაციაზე ვისაუბრებთ. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს ექნება შესაძლებლობა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდეს. განიხილოს ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური სიტუაცია და ის გზები, რომელიც აუცილებელია სიტუაციის დეესკალაციისთვის და დიალოგისთვის" - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთი თემა იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაცია და აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხი.
შეგახსენებთ, შარლ მიშელის ვიზიტი საქართველოში უკვე დაიწყო. თბილისში ის რამდენიმე საათის წინ ჩამოფრინდა