თავდასხმის შემდეგ ვახო სანაიას და მის ოჯახს ამჯერად მუქარის შინაარსის შეტყობინებებს უგზავნიან. ამის შესახებ ჟურნალისტმა და მისმა მეუღლემ ნიკა გვარამიას "მთავარ აქცენტებში" ისაუბრეს. როგორც ვახო სანაია ამბობს, ორმა სხვადასხვა ადამიანმა მას "ურჩია" თავდამსხმელებისთვის "ეპატიებინა" და ისინიც "დაივიწყებდნენ"მომხდარს- "ერთ ერთმა იმ უბნიდან მომწერა - მოდიო აპატიეო და დაივიწყებენ იმ ამბავსო...ოჯახებში შემოგივარდებიანო" ამბობს ჟურნალისტი.
"რჩევები" მიიღო სანაიას მეუღლემაც - "მათ ნათესავები ჰყავთ და რად გინდათ ეს ყველაფერი რომ გამოვლენ რა იცი რა ხდება" - ამბობს თამუნა ყურაშვილი.
ვახო სანაიას თქმით, მუქარისშემცველ შეტყობინებებს ის სამართალდამცველებს გადასცემს.
შეგახსენებთ, სანაიას ოჯახის წევრებისა და მცირეწლოვანი შვილის თვალწინ თავს 25 თებერვალს, გამთენიას დაესხნენ.
ამავე თემაზე:
თურქეთში მომატებული ჰქონდა 300 გრამი და ბოლო ორ დღეში 100 გრამი დაიკლო - ვახო სანაია პატარა სანიზე