EU მოუწოდებს ყველა მხარეს, სიტუაციის განეიტრალება მოხდეს - მიშელი პოლიტიკურ ვითარებაზე

გამოქვეყნდა:

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ამბობს, რომ ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს დიალოგისკენ. ამის შესახებ მან საქართველოს პრეზიდენტითან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.  

"ჩემი ვიზიტი არის პოლიტიკური ვიზიტის ფონზე,როდესაც გამწვავებული კრიზისია ეს რა თქმა უნდა ძალიან აშფოთებს ევროკავშირსაც და მეც პირადად. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, რომ ინტენსიურად იმუშაონ იმაზე, რომ სიტუაციის განეიტრალება მოხდეს. ჩვენი შეხვედრის დროს მე მოვუწოდებ პოლიტიკურ მხარეებს დიალოგისკენ ოპოზიციასთან და მთავრობასთან... მე ვიცი, რომ პოლიტიკური დებატები საჭიროებს ლიდერშიფს, მე დარწმუნებული ვარ, რომ აქვს ყველა საშუალება იმისთვის, რომ ეს გამოწვევა მიიღოს, რათა მოხდეს კონსოლიდირება ამ დემოკრატიული ბაზების, არამხოლოდ იმ კავშირში, რომელიც ევროპასთან  აქვს არამედ თავისი ბაზების კნოსოლიდაცია, რომ მოხედს ადამიანის უფლებათა დაცვა ამ ქვეყანაში იმისათვის, რომ ადამიანების სურვილები განხორციელდეს, პოლიტიკური სტაბილურობა შეიქმნას, რომელიც ღია დემოკრატიით იქნება გამყარებული, სასამართლო სისტემით, რომ გამყარდეს ურთიერთობა საქართველოდან ევროკავშირს შორის და ეს მიზნები ჩვენი ასოცირების ხელშეკრულებაში არის ასახული, რომელიც ძალიან ამბიციურია, რომლიც ასახავს ევროპის მხარესაც და მოიცავს საქართველოს ვალდებულებებს ", - ამბობს შარლ მიშელი 

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი