თითქმის ერთი საათია ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ოპოზიციის წევრებს ხდვება. მოლაპარაკება ევროკავშირის წარმომადგენლობაში მიმდინარეობს. ოპოზიციის ლიდერები ვადამდელ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.
"რამოდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია, რაზეც ჩვენ ვისაუბრებთ, ეს არის ბუნებრივია ის მძიმე პოლიტიკური კრიზისი, რაც საქართველოშია, რომელიც გამოწვეულია ამ ხელისუფლების მავნებლური ქცევების შედეგად, ჩვენ განვიხილავთ, პოლიტპატიმრების, ნიკა მელიას თემას და ვადამდელი არჩევნების საჭიროებას", - თქვა ენმ-ს წევრმა, აკაკი მინაშვილმა.
შეხვედრაზე ოპოზიცია, ასევე, განიხილავს ოკუპაციის თემას და ამ თემის საერთაშორისო სივრცეში გააქტიურებას.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, დიალოგი ხელისუფლების ნაბიჯებმა შეუძლებელი გახადა და იმისთვის, რომ თუნდაც მანამდე არსებულ გარემოს დაუბრუნდნე უნდა გამოსწორდეს ის, რაც გაფუჭდა.
შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის მესიჯს დღის ბოლოს, ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ გააჟღერებს.