მელიას და რურუას გათავისუფლება პირველი ნაბიჯი იქნებოდა - სამადაშვილი მოლაპარაკებაზე

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიასა და "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებლის გიორგი რურუას გათავისუფლება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების განახლებისთვის პირველი ნაბიჯი იქნებოდა.

"პოლიტპატიმრების, ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება - ეს იქნებოდა პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ მოლაპარაკებების პროცესი განახლდეს და ჩვენ მივიდეთ იმ საბოლოო მიზნამდე, რომელიც გვაქვს დასახული ქვეყანაში,. რაც არის, დემოკრატული პროცესის აღდგენა, ვადამდელი, ახალი, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები",- თქვა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, თითქმის ერთი საათია ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ოპოზიციის წევრებს ხდვება. მოლაპარაკება ევროკავშირის წარმომადგენლობაში მიმდინარეობს. ოპოზიციის ლიდერები ვადამდელ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი