ბაღდათის საკრებულოში უარყოფენ, რომ "ქართულ ოცნებას" დეპუტატები ტოვებენ

გამოქვეყნდა:

ბაღდათის საკრებულოში არ ადასტურებენ, რომ ფრაქცია "ქართულ ოცებას" წევრები ტოვებენ. მიუხედავად ამისა, ეს ინფორმაცია ერთ-ერთმა დეპუტატმა "მთავარ არხთან" საუბრისას თავად დაადასტურა. საკრებულო აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა და 3 დეპუტატი, რომელიც წავიდა "მწვანეების" წევრები არიან და არა "ქართული ოცნების".

"ტყუილია ეგ ინფორმაცია, გადაამოწმეთ პრესსამსახურში. ჩვენთვის არ აქვთ ინფორმაცია მოწოდებული, არავისაც არ დაუტოვებია, შეცდომით გაქვთ ინფორმაცია", - თქვა საკრებულოს თანამშრომელმა. 

ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ სამივე დეპუტატის წასვლა მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება, რადგან "ქართული ოცნების" რეიტინგი უკვე ეცემა.

"მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობას დეპუტატები ტოვებენ, სიმართლეს არ შეესაბამება. მაჟორიტარი დეპუტატები: გაბრიელ ღიბრაძე, ზაზა ზივზივაძე და დიმიტრი კიკნაველიძე საკრებულოში წარმოდგენილი იყვნენ ფრაქცია "ქართული ოცნება მწვანეების" სახით და მათივე განცხადების საფუძველზე დატოვეს პარტია "მწვანეები” და არა - ქართული ოცნება", - წერია საკრებულოს განცხადებაში. 

საკრებულოს განცხადებით, 26 თებერვლას ამავე დეპუტატებსი განცხადების საფუძველზე ახალი ფრაქცია შეიქმნა - "ქართული ოცნება - ბაღდათელები მომავლისათვის".

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი