"კომენდანტი შერჩევით" - "ოცნების" ლიდერების შეკრება წვეულებებზე 

გამოქვეყნდა:

"კომენდანტი შერჩევით" - ვიდრე ხალხი სახლშია გამოკეტილი, "ქართული ოცნების" ლიდერები ერთმანეთის დაბადების დღის აღსანიშნავად წვეულებებზე იკრიბებიან. ერთერთი ასეთი ელიტური შეკრება 23 თებერვალს "ქართული ოცნების" დეპუტატის ანტონ ობოლაშვილის სახლში შედგა.

ანტონ ობოლაშვილმა და ანზორ ბოლვაძემ -"ქართული ოცნების" ორივე დეპუტატმა ქეიფი და დროსტარება ე.წ. კომენდანტის საათის დროს გადაწყვიტა, მათთან ერთად იმყოფებიან პარტიის სხვა ლიდერებიც: ირაკლი კობახიძე, კახი კალაძე.  

არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ ქვეყანაში ხელისუფლება, რომელიც წერს კანონებს მარტივად აქვს იმის საშუალება, რომ ეს შეზღუდვები თავადვე დაარღვიოს. 

"სახელმწიფოსვე დადგენილ წესებს არღვევენ - კომენდანტის დროს გადაადგილდებიან და პრივილეგიებით სარგებლობენ და გაურკვეველია საიდან აქვთ მათ ეს საშვები. მეორე ის, რომ 10 ადამიანზე მეტის შეკრება სოციალური მიზნით არის არის აკრძალული. თუმცა, ეს წესებიც არ ვრცელდება მათზე, როგორც ჩანს და ეს არის ძალიან ცუდი. გართობისთვის გარკვეულ პრივილეგირებულ კასტას აქვს იმის უფლება, რომ გადაადგილდეს და შეიკრიბოს და ჩვენ, ჩვენი საქმიანობის განხორციელებისთვის ამის უფლება არ გვაქვს", - ამბობს - ამბობს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი.

ოპოზიციური პარტიების პარტიებს წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ "ოცნება" ერთადერთი მიზნით ტოვებს "პოლიტიკურ კომენდანტს", რომ არ ჩატარდეს ქვეყენაში აქციები და საპროტესტო მუხტი შეჩერდეს. 

  • "მთელი ეს შეზღუდვები პოლიტიკური მიზნით იყო გამოყენებული და ახლაც ასეა", -ამბობს "ენმ"-ის წევრი აკაკი მინაშვილი. 
  • "კომენდანტის საათი მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზნით არის ჩადებული, რომ რეგიონები არ ჩამოვიდნენ აქციაზე, ღამე არ გაათენონ ნათესავებთან და დილით არ მიადგნენ ივანიშვილს სასახლეში, როდესაც სტაფილოს წვენს სვავს", - თქვა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა 
  • "უმძიმეს მდგომარეობაში, როდესაც ადამიანები უმუშევარი, ღატაკი და მშიერი რჩებიან, ვიღაცები ამ დროს ერთობიან საშვებით, მდიდრული წვეულებით", - თქვა "ლელოს წევრმა" გრიგოლ გეგელიამ. 

აქვე გეტყვით, რომ 23 თებერვალს ანტონ ობოლაშვილის სახლში მისულ "მთავარ არხს" უთხრეს, რომ ის
იუბილარი იყო, თუმცა ვერ ახსნეს, რატომ არ მოქმედებს ე.წ კომენდანტის საათი ხელისუფლებაზე და მასთან დაახლოებულ წრეზე. 23 თებერვალს კი შეიკრიბნენ, მაგრამ გაირკვა, რომ დეპუტატი ობოლაშვილი დღეს პირველ მარტსაა დაბადებული. 

ავტორი: დეა მამისეიშვილი 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი