როცა საკითხები გადაიჭრება, დიდი ეროვნული თანხმობის დოკუმენტი გაფორმდეს - ხაზარაძე

გამოქვეყნდა:

"ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრისას გამოხატა ინიციატივა, რომ მოდერატორობა დაიწყოს. მისი თქმით, როდესაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არსებული საკითხები გადაიჭრება აქვს ინიციატივა დიდ ეროვნული თანხმობის დოკუმენტს მოეწეროს ხელი.

"მე შევთავაზე, ასეთი ტერმინი, რომ უნდა მოხდეს ეროვნული თანხმობის დოკუმენტის გაფორმება. ჩვენ გვჭირდება დიალოგი, ჩვენ გვჭირდება გაერთიანება ჩვენი ქვეყნის გარშემო, და ამიტომ ესეც მგონი ყურად იღეს, რომ საბოლო ჯამში, როცა დამთავრდება ყველა საკითხი ოპოზიციასა და პოზიციას შორის არის წარმოშობილი, დამთავრდეს დიდი ეროვნული თანხმობის დოკუმენტზე ხელის მოწერით", - თქვა მამუკა ხაზარაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტისა და ოპოზიციის ლიდერებს შორის გამართული შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი