
პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე განაცხადის ოფიციალურად გაკეთებას გეგმავს. ამის შესახებ მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ჩვენი ხალხის საერთო არჩევანი და საერთო ამოცანა არის დიდ ევროპულ ოჯახში გაწევრიანება, საბოლოო, სრულფასოვანი გაწევრიანება. ჩვენ ვაპირებთ, რომ 2024 წელს გავაკეთოთ განაცხადი ოფიციალურად ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არ იქნება იოლი გზა. ეს იქნება რთული და გამოწვევებით სავსე პროცესი, მაგრამ ჩვენ ვართ აბსოლუტურად მოტივირებული, რომ ერთიანი ძალისხმევით ეს გახდეს შესაძლებელი ჩვენი ქვეყნისთვის, - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.