საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდა - საშვები პრივილეგირებული ფენისთვის, აკრძალვები რიგითი მოქალაქეებისთვის და უთანასწორო მიდგომა ტელევიზიებისთვის

გამოქვეყნდა:

მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა მთავრობამ კიდევ 1 კვირით - 27 აპრილის ჩათვლით გაახანგრძლივა. შეზღუდვების მიუხედავად, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისის ქუჩებში მანქანების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ არსებობს პრივილიგირებული - ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ფენა, რომელსაც ყოველგვარი საჭიროების გარეშე გადაადგილებისთვის სპეციალური საშვები დაურიგეს.

ოპოზიცია განმარტავს რომ ამ შეზღუდვის 1 კვირით გახანგრძლივება მთავრობას არ დაუსაბუთებია. გარდა ამისა, არ არსებობს ანტიკრიზისული გეგმა, რის გამოც ოპოზიცია საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს არ დაუჭერს.

მთავრობას დღეს საგანგებოდ მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმაც მიმართა და მედიაცენზურის შეწყვეტა მოსთხოვა. ნიკა გვარამია ამბობს, რომ ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობით დაწესებულ შეზღუდვებს იმიზეზებს და ტელეკომპანიის სამუშაო მანქანებზე სპეციალურ საშვებს ან არ უშვებს ან შეფერხებით გასცემს.

საგანგებო ბრიფინგზე დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ეპიდემიის გავრცელების პიკი სწორედ მომდევნო კვირებშია მოსალოდნელი და ამიტომ სოციალური დისტანცირებისა და აკრძალვების პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს. 

მთავრობის მიმართვის შემდეგ, ბრძანებას საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელების შესახებ ხელი სალომე ზურაბიშვილმა 1 საათში მოაწერა. ზურაბიშვილი შეზღუდვების გაგრძელებას იმით ხსნის რომ მაისის ბოლოს ქვეყანამ აკრძალვების ნელნელა მოხსნა დაიწყოს. 

საგანგებო მდგომარეობის 1 თვით გახანგრძლივების გადაწყვეტილება ხვალ პარლამენტმა ოფიციალურად უნდა გააფორმოს. ოპოზიცია ახალ შეზღუდვებს მხარს არ უჭერს, თუმცა ხელისუფლების მოთხოვნას მმართველი პარტიის სრული მხარდაჭერა აქვს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი