ჩივილსაც არ გამოვრიცხავ - ტიკარაძე კოვაქს პლატფორმაზე

გამოქვეყნდა:

"კოვაქს" პლატფორმის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საქართველომ Pfizer-ის ვაქცინა თებერვალში ვერ მიიღო, რადგან მათ მიერ მოთხოვნილი კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა, ჯანდაცვის მინისტრი ეხმაურება. 

ეკა ტიკარაძე ამბობს, რომ კოვაქს პლატფორმას, ჯანდაცვის სამინისტრომ წერილობით პასუხი მოსთხოვა იმ ბრალდებაზე, რაც მათ "ინტერპრესსნიუსსთან" ინტერვიუში გააჟღერეს.

ჯანდაცვის სამინისტრომ დღესვე მიმართა კოვაქს პლატფორმას და ჩვენ მოვთხოვეთ მათ პასუხი, თუ რატომ გაეცა, "ინტერპრესნიუსს" მსგავსი პასუხი... ამ ეტაპზე, ველოდებით მათგან განმარტებებს, რომ მათ უარყონ ეს ბრალდება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროზე, ვინაიდან, მსგავსი ფაქტი ნამდვილად არ ყოფილა და ამის შემდეგ განვაგრძობთ კომუნიკაციას. გამომდინარე იქიდან, რომ აქ, საუბარია რეპუტაციულ რისკებზე, ჩივილსაც არ გამოვრიცხავ, ვინაიდან, ეს ყველაფერი საქართველოში არსებული მძიმე პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ოპოზიციის მხრიდან გამნოყენებულია იმის ესკალაციისთვის, რომ საქართველოში მოხდეს დიდი დაძაბულობა და ესკალაცია. არ დავუშვებთ, რომ ოპონენტებმა ისარგებლონ ამ ბრალდებით, - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ "რუსთავი ორის" ეთერში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი