შარლ მიშელი დღეს არჩილ თალაკვაძესაც შეხვდა

გამოქვეყნდა:

დღეს, 1-ელ მარტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძესაც შეხვდა. 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო COVID - 19-ის პანდემიის მხრივ საქართველოსა და ევროკავშირში არსებულ ვითარებას და ვაქცინის მოწოდების საკითხს. არჩილ თალაკვაძემ ევროკავშირს პანდემიასთან ბრძოლის პროცესში საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შარლ მიშელმა კი აღნიშნა, რომ ევროკავშირი მაქსიმალურად შეეცდება საქართველოსთვის ვაქცინების მოწოდების პროცესის დაჩქარებას.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესის დარეგულირებაზე და პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობაზე ევროკავშირის ჩართულობით.

შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს 28 თებერვალს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ის უკვე შეხვდა პრეზიდენტს, პრემიერმინისტრსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. ამ წუთებში კი ის ოპოზიციასა და "ოცნების" წევრებს ათონელის სასახლეში ხვდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი