გართობა და წვეულებები კომენდანტის საათის დროს - პრივილეგირებული "ოცნება"

გამოქვეყნდა:

ორმაგი სტანდარტი და საზოგადოების დაცინვა. "ქართული ოცნების" ლიდერების მიერ კომენდანტის საათის უცერემონიო დარღვევა და საზეიმო წვეულებები პოლიტიკური და სამოქალაქო პროტესტის მიზეზი ხდება. "მთავარი არხის" ექსკლუზივის გარდა სოციალურ ქსელში კიდევ ერთი დღესასწაულის კადრები ვრცელდება.

ირკვევა, რომ ქართული ოცნების დეპუტატის ანტონ ობოლაშვილის გარდა კომენდანტის საათის პირობებში დღესასწაულებს კიდევ ერთი პარლამენტის სწევრი - ანზორ ბოლქვაძეც მართავს. ეს ფაქტები, ოპოზიციისთვის კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ხელისუფლება რეგულაციების დაწესებით სწორედ პოლიტიკური პროცესების ჩახშობას ცდილობს და არა პანდემიის მართვას.

დეა მამისეიშვილის რეპორტაჟი: "პოლიტიკური კომენდანტის საათი".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი