ნიკოლ პაშინიანი რეფერენდუმის ჩატარებას დათანხმდა. კენჭისყრა კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე ოქტომბერში გაიმართება. პარალელურად ქვეყნის პრემიერმა მზადყოფნა გამოთქვა ოპოზიციასთნ მოლაპარაკებების დროს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხიც განიხილოს. ამის შესხებ მან მხარდამჭერების აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
ოპოზიციის პროტესტის პარალელურად ერევანში ნიკოლ პაშინიანის მომხრეების გამოსვლები მიმდინარეობს. მხარდამჭერებმა მთვარობის მეთაურს სოლიდარობა გამოუცხადეს და ოპოზიცია სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულეს. აქციის მონაწილეებმა მიტინგზე ნიკოლ პაშიანიანის მხარდამჭერი ბანერები გამოფინეს
ერევანში, დღეს განსაკუთრებით დაიძაბა ვითარება, როცა მთავრობის სახლის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეები, შენობაში შეიჭრნენ. სომხეთი სამხედრო გადატრიალების ზღვარზეა. გაერთიანებული ოპოზიციის პროტესტი ლოზუნგით „სომხეთი პაშინიანის გარეშე“ 5 დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
პრემიერ მინისტრი ოპოზიციის მოთხოვნების შესრულებაზე უარს აცხადებს და გადადგომას არ აპირებს. პრემიერს პოლიციის მაღალჩინოსნების ნაწილი და გენერალური შტაბის წევრები გაემიჯნენ. პაშინიანმა თანამდებობიდან გაათავისუფლა გენშტაბის ხელმძღვანელიც.
სომხეთში პოლიტიკური ვითარების გამწვავება 2020 წლის 9 ნოემბერს, მთიანი ყარაბაღის ომში დამარცხებამ და აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების გადაცემის გამოიწვია.