ხომ არ შევვარდებოდი.. სიაში არ ვარ.. - "გირჩის" განაყოფის წევრი ათონელის სასახლეში არ შეუშვეს

გამოქვეყნდა:

"გირჩის" განაყოფის წევრი სანდრო რაქვიაშვილი ათონელის სასახლეში არ შეუშვეს. როგორც ოპოზიციისა და "ოცნების" შეხვედრაზე დასასწრებად მისულმა რაქვიაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, აღმოაჩინა, რომ სიაში არ ყოფილა. 

"აქ სიაში ვარ და მეორე სიაში არ ვარ, ამიტომ, ახლა, რაღაც უხერხულობა რომ არ შემექმნა... "გირჩიდან" მე უნდა მივსულიყავი, მაგრამ ზურაა [ჯაფარიძე] და ეტყობა, რავიცი... შეხვედრას არ დავსწრებივარ..." - ამბობს რაქვიაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში, ათონელის სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივით "ოცნებისა" და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი