
შარლ მიშელი 2 კვირიან ვადას ასახელებს, როდესაც ბრიუსელში ასოცირების საბჭოზე მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ანგარიშს ჩაიბარებს, თუ რა შედეგი მოჰყვება ოპოზიციისა და "ოცნების" დიალოგს - 2 კვირაში იქნება ასოცირების საბჭოს შეხვედრა ბრიუსელში, სადაც პროგრესზე უნდა ვისაუბროთ, რა პროგრესს მიაღწიეს აქ მხარეებმა - განაცხადა შარლ მიშელმა ორბელიანების სასახლეში დასრულებული შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე:
ამ ქვეყანაში ბევრი რთული გამოწვევაა: ეკონომიკური განვითარება, სოციალური ვითარება, კოვიდ 19, უსაფრთხოება, სტაბილურობა. ეს არის ძალიან არსებითი გამოწვევები, რომლებსაც უნდა გავუმკლავდეთ. სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც არის სასწრაფო პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა.
ამ საღამოს მე ამაყი ვარ, რადგან სწორი მიმართულებით უდიდესი ნაბიჯი გადაიდგა. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მოგვარდა. ეს არ ნიშნავს, რომ არ არსებობს რთული საკითხები, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებმა და მთავრობამ უნდა განიხილოს. ეს ნიშნავს, როცა მე ყველა მონაწილეს მივმართე შეკითხვით, რომ ჰქონდათ თუ არა პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების სურვილი, რათა ერთად ვიპოვოთ გამოსავალი. ამაზე პასუხი იყო მკაფიო – დიახ, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ჩვენ გავაგრძელებთ ყველა პოზიტიური ძალისხმევის მხარდაჭერას“ – ამბობს შარლ მიშელი.
შეგახსენებთ, შეხვედრა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საღამოს 20 საათზე დაიწყო. "ოცნებიდან" მას პრემიერი ღარიბაშვილი ესწრებოდა. დიალოგი სწორედ ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო.