ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრები - შარლ მიშელის 6 პუნქტი

გამოქვეყნდა:

შევთანხმდით, რომ არსებობს 6 საკითხი, რომელიც უნდა მოგვარდეს - განცხადება ამის შესახებ დავით ბაქრაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, ამ 6 საკითხში შედის პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების საკითხი:

ჩარჩო დოკუმენტზე ოპოზიციაც ხელისუფლებაც და ევროკარვშირიც შევთანხმდით, რომ არსებობს 6 საკითხის ჩამონათვალი, რომელიც უნდა გადაწყდეს იმისთვის რომ საქართველოში მოგვარდეს პოლიტიკური კრიზისი. ამ 6 საკითხში შედის პატიმრების საკითხიც - მელიას და რურუას,  და არჩევნების საკითხი - ამბობს დავით ბაქრაძე. 

შეგახსენებთ, შეხვედრა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საღამოს 20 საათზე დაიწყო. "ოცნებიდან" მას პრემიერი ღარიბაშვილი ესწრებოდა. დიალოგი სწორედ ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო.   

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი