დიალოგის პროცესში ჩვენი ხალხის და ქვეყნის ინტერესებით ვხელმძღვანელობთ - სალომე სამადაშვილი

გამოქვეყნდა:

დიალოგის პროცესში ჩვენი ხალხის და ქვეყნის ინტერესებით ვხელმძღვანელობთ, - ამის შესახებ ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, უცხოელი პარტნიორები ყველანაირად ცდილობენ, რომ ქვეყანას თავიდან აარიდონ მოვლენების ძალიან მძიმე განვითარება და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაეხმარონ პოლიტიკურ მხარეებს შეთანხმების მიღწევაში.

სამადაშვილი ამბობს იმასაც, რომ ოპოზიციას ორი მთავარი მოთხოვნა აქვს: პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა. "ცხადია, წინააღმდეგ შემთხვევაში მოლაპარაკებები მოლაპარაკებებისთვის შედეგს ვერ მოგვიტანს", - ამბობს სამადაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციისა და "ოცნების" შეხვედრა ათონელის რეზიდენციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით ჩატარდა. 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი