
საქართველოს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე პიკეტირებისას, მას შემდეგ, რაც ერთერთმა აქტივისტმა გზის გადაკეტვა სცადა, ის სამართალდამცველებმა დააკავეს.
"ხელი გამიშვით, თქვენ პოლიცია არ უნდა გერქვათ, თქვენ ხართ ოდეპე, ივანიშვილის რეჟიმი კი მაინც დაემხობა", - დაიყვირა აქტივისტმა, ენმ-ის წევრმა ცესიკ გაზდელიანმა, სანამ მანქანაში ჩასვამდნენ.
შეგახსენებთ, ოპოზიციის ერთიანი გეგმის თანახმად, დღეს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება დაიწყო, ამასთან, პარლამენტის შესასვლელები ბლოკირებული არ არის.
პარლამენტის შენობის წინ დიდი რაოდენობით არიან მობილიზებული სამართალდამცველები.