სირცხვილის დერეფანი პარლამენტთან - "ოცნების" დეპუტატებს შეძახილი "მონებო!" მიაცილებს

გამოქვეყნდა:

ყველა ავტომანქანას, რომელიც შედის პარლამენტის ეზოში, აქციის მონაწილეთა ის ნაწილი, რომელიც პიკეტს სამანქანო შესასვლელთან მართავს, შეძახილებით: "მონა!" აცილებენ. 

პოლიციელთა მობილიზება აქტივისტებს არ აძლევს საშუალებას, ტროტუარს იქეთ გადავიდნენ და მათი სიმრავლის მიუხედავად, აქტივისტებს არც იმის ნება დართეს, რომ გზა გადაეკეტათ. 

აქციის მონაწილეებს თან აქვთ ტრანსპარანტები, დროშები და საყვირები. რამდენიმე აქტივისტი ტერიტორიიდან პოლიციამ უკვე გაიყვანა, თუმცა, ჯერ არაა დაზუსტებული, ეს დაკავება იყო თუ გარიდება. 

შეგახსენებთ, ამ დროისთვის უკვე დაწყებულია საქართველოს პარლამენტის პიკეტირება, რომელიც ოპოზიციამ, ერთიანი გეგმის ფარგლებში, დღეს დაანონსა. ყველა შესავლელი პიკეტირებულია, თუმცა, არა ბლოკირებული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი