თუ ოპოზიცია კომისიაში არ ჩაერთვება და გადახრას არ დაადასტურებს რიგგარეშე არჩევნები არ განიხილება - მდინარაძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ერთერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, გუშინ, პირველ მარტს პრეზიდენტის სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართულ შეხვედრაზე რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არ ყოფილა.

როგორც მდინარაძე ამბობს, მმართველი გუნდი რიგგარეშე არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ ოპოზიცია არჩევნებთან დაკავშირებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში ჩაერთვება და "ქართული ოცნების" სასარგებლოდ 1%-იან გადახრას იპოვის. 

"ჩვენი პოზიციაა და ამ პოზიციაზე მყარად ვდგავართ და ასეც იქნება მომავალში, არანაირი რიგგარეშე, ანუ ვადამდელი არჩევნები არ იქნება, ერთადერთი პირობის და შესრულების გარდა, თუ ისინი ჩაერთვებიან კომისიის მუშაობაში და 1%-იან გადახრას მაინც იპოვიან ქართული ოცნების სასარგებლოდ. მხოლოდ ამ შემთხვევაში და ამ პირობით შეიძლება იყოს რაიმე სახის ვადამდელ, ან რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი",- თქვა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვია. მან პირველ მარტს პრეზიდენტთან, პრემიერთან, პარალამენტის თავმჯდომარესთან და ოპოზიციასთან შეხვედრები გამართა. მოგვიანებით, შარლ მიშელის ინიციატივით, ორბელიანების სასახელში ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს შეხვდა. 

შეხვედრის შემდეგ ორივე მხარე განსახილველი საკითხების 6-პუნქტიან ჩარჩოზე შეთანხმდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი