პარლამენტთან აქტივისტები დაიშალნენ, პოლიციელები დაშლის ბრძანებას ელოდებიან - პიკეტი დასრულდა

გამოქვეყნდა:

ჩიტაძის ქუჩის მხრიდან, პარლამენტის შესასვლელთან, ჯერაც რჩებიან ადგილზე აქტივისტებიც და პოლიციელებიც. საერთო ჯამში, 7 აქტივისტია დაკავებული. მათი მეგობრების თქმით, ისინი მშვიდობიანად გამოხატავდნენ პროტესტს და ვიღაცას არ მოეწონა შეძახილი "მონა", რითაც ისინი დეპუტატებს ეხმიანებოდნენ.

"აი, ასე: თითი გააწკაპუნა ღარიბაშვილმა და დააკავეს. არ მოეწონა ეს ეპითეტი და გასცა ბრძანება, შესაბამისად, გეგმაც შესრულებულია", - თქვა გიგა მაქარაშვილმა. 

სამოქალაქო აქტივისტებს პარლამენტის წინ ერთი პერფორმანსიც ჰქონდათ: მათ ადგილზე ენერგეტიკული სასმელი "რედ ბული" მიიტანეს, ამ ქმედების საფუძველი კი ენმ-ის ბრალდება იყო პოლიციის მიმართ, რომ პარტიიწს ოფისის შტურმის დროს მათ "რედ ბულის" რამდენიმე ყუთი მოიპარეს.

შეგახსენებთ, დილიდან პარლამენტის ყველა შესასვლელი პიკეტირებული იყო, მაგრამ არა ბლოკირებული - მანქანებს, რომლებიც ეზოში შედიოდნენ, შეძახილი "მონებო!" მიაცილებდა. ამ დროისთვის აქცია დასრულებულია, მაგრამ ადგილზე მაინც რჩებიან სამართალდამცველები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი