პოლიციამ გამოიწვია დაპირისპირება და მანქანაში ჩატენეს - აქტივისტი პიკეტის მონაწილე მეგობრებზე

გამოქვეყნდა:

საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია დასრულებულია. პარლამენტის წინა შესასვლელთან ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები იყვნენ შეკრებილი. როგორც სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურმა პროცესებმა მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაინაცვლა, პროტესტი ქუჩაში მანამ გაგრძელდება, სანამ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს.

აქციაზე სამართალდამცველებმა ჯამში 7 სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს. სამოქალაქო აქტივისტის, ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, პოლიცია აქციაზე დაპირისპირებას ხელოვნურად იწვევდა, შემდეგ კი აქტივისტებს აკავებდა.

"როგორც ყოველთვის, ისინი არ იქცევიან ისე, როგორც ევროპული სივრცის ქვეყნები იქცევიან პროტესტანტების მიმართ, არამედ როგორც რუსულ სივრცეში, ავტორიტარულ სივრცეში ექცევიან. სრულიად უმიზეზოდ დააკავეს აქტივისტები, თვითონ გამოიწვიეს, ამდენი პოლიციელი არ იყო საკმარისი, ჩვენ არაფერს არ ვაშავებდით, უბრალოდ გვინდოდა ჩვენი ხმა მიგვეწვდინა დეპუტატებისთვის, რომლებმაც ჩვენი არჩევანი მოგვპარეს, ამ დროს თვითონ გამოიწვიეს დაპირისპირება და ამ ხელოვნურად გამოწვეული დაპირისპირების დროს ჩატენეს მანქანაში და წაიყვანეს სამოქალაქო აქტივისტები",-თქვა ირაკლი ფავლენიშვილმა.

 

შეგახსენებთ, დილიდან პარლამენტის ყველა შესასვლელი პიკეტირებული იყო, მაგრამ არა ბლოკირებული - მანქანებს, რომლებიც ეზოში შედიოდნენ, შეძახილი "მონებო!" მიაცილებდა. ამ დროისთვის აქცია დასრულებულია, მაგრამ ადგილზე მაინც რჩებიან სამართალდამცველები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი