
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰაცელის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტმა კიდევ ერთხელ ლათლად დაადასტურა ევროკავშირის წუხილი საქართველოში არსებული პოლიტიკური კრზისის გამო.
"ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საქართველში ძალიან დატვირთული 24 საათი გაატარა. დიდი ძალისხმევა დასჭირდა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების განხილვას. პრეზიდენტმა ნათლად დაადასტურა ევროკავშირის, ასევე, მისიის წუხილი ამ პოლიტიკური კრიზისის გამო. თავადაც ნახეთ, რომ მისი პირადი წვლილი ამ პოლიტიკური დიალოგის განახლებაში დიდი იყო. მოლაპარაკებების შემდეგ ყველანი იმედიანად ვართ განწყობილები. ვიზიტის ფარგლებში მას ასევე მიეცა შესაძლებლობა საოკუპაციო ხაზთან ჩასულიყო. პირადად ენახა იქ არსებული ვითარება და გაცნობოდა გამოწვევებს, რომლის წინაშეც ადგილობრივი მოსახლეობა დგას", - განაცხადა კარლ ჰარცელმა.
შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოფრინდა, მას შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ოპოზიციასთან ჰქონდა. მიშელმა ქვეყანა დღეს დატოვა.
ამავე თემაზე: