როგორც მთავრობის მეთაურმა ეკლესიას სრული მხარდაჭერა, გვერდში დგომა აღვუთქვი - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრის, ირკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ეკლესიაზე არნახული ცილისწამების კასკადი ვიხილეთ. მისივე თქმით, ღარიბაშვილმა, როგორც მთავრობის მეთაურმა ეკლესიას სრული მხარდაჭერა და გვერდში დგომა აღუთქვა.

აღნიშნული განცხადებები ირაკლი ღარიბაშილმა პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

"ჩემთვის ყოველთვის დიდი ბედნიერება და პატივია ჩვენს უწმინდესთან პატრიარქთან შეხვედრა, დღევანდელი შეხვედრით მე კიდევ ერთხელ გამოვხატე ჩვენი დიდი პატივისცემა, მოკრძალება, სიყვარული პატრიარქის მიმართ, მთლიანად ეკლესიის და საპატრიარქოს მიმართ. 

მოგეხსენებათ, რომ დღევანდელი დრო არის გამოწვევებით აღსავსე, ჩვენ გავხდით მომსწრენი უპრეცედენტო შეტევისა ეკლესიის და უშუალოდ პატრიარქის მიმართ, წინააღმდეგ, არნახული ცილისწამების კასკადები ვიხილეთ და მოვისმინეთ, რაც რა თქმა უნდა არის აბსოლუტურად მიუღებელი, ანტისახელმწიფოებრივი, მტრული და არ ემსახურება ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ეკლესიის ინტერესებს. მე როგორც მთავრობის მეთაურმა სრული მხარდაჭერა, რაც შემეძლება და გვერდში დგომა ეკლესიას აღვუთქვი", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მასალა ახლდება.

 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი