ვადამდელი არჩევნების საკითხი არ განიხილება, ეს წითელი ხაზია - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მმართველი გუნდი რიგგარეშე არჩევნების საკითხს არ განიხილავს. როგორც ღარიბაშვილი ამბობს, რიგგარეშე არჩევნებს ლეგიტიმური საფუძველი არ აქვს.

"ჩვენი პრინციპული პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით არის უცვლელი, ეს არის წითელი ხაზი, საკითხი, რომელიც არ განიხილება და მე ეს შეხვედრაზე დავაფიქსირე, რომ არავითარი ლეგიტიმური საფუძველი ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის არ არსებობს ქვეყანაში.

მე პირადად და ჩვენი გუნდი ვმოქმედებთ და ვიმოქმედებთ მხოლოდ ქვეყნის და ხალხის ინტერესების შესაბამისად, არა რომელიმე კონკრეტული პარტიების პირადი ახირების, თუ ინტერსების შესაბამისად",- თქვა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვია. მან პირველ მარტს პრეზიდენტთან, პრემიერთან, პარალამენტის თავმჯდომარესთან და ოპოზიციასთან შეხვედრები გამართა. მოგვიანებით, შარლ მიშელის ინიციატივით, ორბელიანების სასახელში ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს შეხვდა. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი