პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საზოგადოებისთვის სრუს განმარტოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის დეტალები, რათა მას სხვაგვარი ინტერპრეტაციები არ მოჰყვეს.
"მე მინდა მოსახლეობისთვის განვმარტო, რომ რაიმე არასწორი ინტერპრეტირება არ მოხდეს ჩვენი გუშინდელი შეხვედრის, მე შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კონსტრუქციული შეხვედრა შედგა ბატონი შარლ მიშელის ინიციატივით, რაზეც მე რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ დავთანხმდი, ვინაიდან მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ კონსტრუქციულ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. რა თქმა უნდა, იმ დათქმით და იმ პირობით, რომ ასეთივე განწყობა იქნება ოპოზიციის მხრიდან, მაგრამ სამწუხაროდ, ოპოზიციის მხრიდან აბსოლუტურად არათანმიმდევრული ნაბიჯები შეხვედრიდან სულ რაღაც 12 საათში, დესტრუქციული ქმედება მათ გააგრძელს, მე ვგულისხმობ დღეს პარლამენტის პიკეტირების მცდელობას, რაც არის აბსოლუტურად სახელმწიფოს ინტერესების, ჩვენი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო, უფრო მეტიც, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი და უკანონო დესტრუქციული ქმედებები რაც არ ემსახურება არც ამ ფორმატს, დიალოგის ინტერესებს რომელიც ჩვენ გუშინ დავიწყეთ", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი განცხადებით, ოპოზიციის ეს ქმედება მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ მოქმედი სუბიექტებისა და სხვა მტრული ქვეყნების ინტერესებს ემსახურება.