
"არავითარ შემთხვევაში, ნიკა მელია ამ უკანონო გირაოს თანხას არ გადაიხდის" - ასე უპასუხა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის რეპლიკას: მელიას ოჯახს და პარტიის წევრებს შეუძლიათ გირაო ნებისმიერ დროს გადაიხადონ ენმ-ის წევრმა გიორგი ხვედელიანმა. პრემიერმა ღარიბაშვილმა დღეს, პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ნიკა მელიას შეუძლია, ნებისმიერ დროს გადაიხადოს გირაოს თანხა.
"რასაკვირველია, ნიკა მელია ამ თანხას არ გადაიხდის, იმიტომ რომ ის უკანონო თანხაა. სხვათა შორის, იყვნენ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს შორის ისეთებიც, რომლებსაც არ შჯეროდათ იმ მასშტაბების, რაზეც "ოცნებაა" წამსვლელი. ნიკა მელიამ ეს თავის თავზე აიღო და ყველას დაანახა მმართველი პარტიის სახე, თორემ შეეძლო, გადაეხადა გირაო და გარეთ ყოფილიყო", - თქვა "დღის სტუმარში" გიორგი ხვედელიანმა.
შეგახსენებთ, ნიკა მელია, ენმ-ის ოფისის შტურმის შემდეგ აიყვანეს. მის დაპატიმრებას მკვეთრი რეაქცია მოჰყვა საერთაშორისო მასშტაბით. საქართველოს მთავრობამ არაერთი გავლენიანი პოლიტიკური ფიგურისა და ორგანიზაციის მხრიდან მკაცრი კრიტიკული გზავნილები მიიღო, რის შემდეგაც იძულებული გახდა, რიტორიკა შეეცვალა.