
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი გადადგა. ის აღნიშნულ პოსტზე 2019 წელს დაინიშნა.
უწყებამ "მთავარ არხთან" საუბრისას აღნიშნა, რომ ის პირადი განცხადებსი საფუძველზე წავიდა.
ხოჯევანიშვილს აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება ჯერ არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრობიდან გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ "ქართულ ოცნებას" და სხვადასხვა უწყებებს "გახარიას კადრები" ტოვებენ.