ფალსიფიკაციაზე ნუ გადახვალთ, გადმობრძანდით მედიტაციაზე - ოდიშარია ოპოზიციას

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ბექა იოდიშარია, ოპოზიციას მოუწოდებს, რომ ფასილიტაციის პროცესიდან "ფალსიფიკაციაზე" არ გადავიდნენ. ამ თემაზე მან პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

"ზოგიერთ ყალბ ოპოზიციონერს, ჟივილ-ხივილის და ყალბი განცხადებების გაკეთებას [მორჩნენ], მინდა მოვუწოდო, რომ ფასილიტაციიდან ფალსიფიკაციაზე ნუ გადახვალთ. გადმობრძანდით მედიტაციაზე და გადმობრძანდით რეზულტატის მიღებაზე", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

მან ასევე ოპოზიციას მოუწოდა, რომ არჩევნების შესასწავლად პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიაში ჩაერთონ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი