
რუსთაველზე კიდევ ორი კარავი მიიტანეს. ერთი მათგანის გაშლის ინიციატორი ზვიად კუპრავა. მისი თქმით, დღეს ერთი კარავი მოიტანეს, მაგრამ კარვები "ხვალაც და ზეგაც" გაიშლება.
"ეს კარავი მოვიტანეთ იმიტომ, რომ "მოძრაობა საქართველოსთვის" უერთდება საერთო პროტესტს, დღეს ერთი მოვიტანეთ, ხვალ კიდევ მოვიტანთ და გავშლით. და საერთოდაც, აქ იქნება ჩვენი კარვების ქალაქი, სანამ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება: გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები", - ამბობს ზვიად კუპრავა.
შეგახსენებთ, თავდაპირველად, რუსთაველზე კარვების გაშლის საშუალებას აქტივისტებს სამართალდამცველები არ აძლევდნენ, თუმცა, აქცია "კარვების ქალაქი" მაინც შედგა. ამჟამად პარლამენტის შენობის წინ ოცამდე კარავია გაშლილი.
ზვიად კუპრავას შემდეგ, რუსთაველზე კარავი აქტივისტთა კიდევ ერთმა ჯგუფმა გაშალა.
საბა ბუაძე